მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება, კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის პროცედურებს კი ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს - კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

news image
mbc image
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის" ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება, კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის პროცედურებს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს. ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ამასთანავე, ანალოგიურ საქმიანობას მარეგულირებელი კომისიები და ბიზნეს ასოციაციებიც ახორციელებენ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცალკე ინსტიტუტის - ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების საკითხი.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის

02.10.2026.17:29

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

09:00 სთ

15:00 სთ

21:00 სთ

ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა