მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

news image
mbc image

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ძირითად ფუნქციას ქართული ბიზნესის საზღვარგარეთ ადვოკატირება და შიდა საკითხების დარეგულირება წარმოადგენს, როგორიც არის საარბიტრაჟო დავების მოგვარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა.

„სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციები უფრო მეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არის დაკავშირებული, კონკრეტულად კი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების ფუნქციასთან. აქედან გამომდინარე, სწორი მიდგომაა, რომ სახელმწიფო კონტროლი შესაბამისმა სამინისტრომ განახორციელოს“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს - კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე

10.11.2026.12:13

„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს.

„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული.

„რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა