მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად 2026 წლის პირველ რვა თვეში სატრანსპორტო სექტორის რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი.

„ზოგადად, გვაქვს კარგი ეკონომიკური ტენდენციები, მაგრამ ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ კონკრეტულად ამ სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ყველა მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ, რამაც გამოიღო თავისი შედეგები, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის კუთხით გვქონდა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იწვევს სხვადასხვა სექტორში სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და ეს შემთხვევაც არის ამის გამოძახილი.

შარშანდელთან შედარებითაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის გაზრდილი ტემპი. შარშან წელიწადი დავხურეთ 7.5%-ით, ახლა საშუალო მაჩვენებელი არის 7.9% მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. ზოგადად, ბაზისი როცა იზრდება, შემდეგი წლის მაჩვენებელი ლოგიკურად მცირდება ხოლმე. ასევე, რეგიონის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, არის შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, ჩვენთან პირიქით, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც, ვფიქრობ, რომ არის იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგი, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება

08.10.2026.08:39

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ. 

2027 წელს საგარეო უწყებისთვის გათვალისწინებულია 233 მილიონამდე ლარი. პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი აგროპროექტის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსება, ასევე, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. 

„ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურია, საკმაოდ გაძლიერდა სოციალურ პაკეტი, ეს იქნება სერიოზული, მნიშვნელოვანი შეღავათი მათ შორის, დაბალშემოსავლიანებისათვის და პენსიონერებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა