ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე - ჩინეთის საელჩო
ელჩმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩინეთის სალჩო ავრცელებს.
როგორც სოციალურ ქსელში საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩინეთთან ერთად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულ თანამშრომლობაში უფრო მეტი ახალი შედეგის მიღწევას.
„7 ივლისს, ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა მისიის დასრულებასთან დაკავშირებული შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან.
ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე და ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო დიდი განვითარების მისაღწევად.
მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ელჩი ჭოუ ციენის განსაკუთრებული წვლილი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებისა და ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობაში, განსაკუთრებით ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში და გამოთქვა მზადყოფნა, ჩინეთთან ერთად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულ თანამშრომლობაში უფრო მეტი ახალი შედეგის მიღწევას, რაც ორივე ერისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება“, - აღნიშნულია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
13.07.2026.19:01
2026 წლის 13 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.