მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი - მამუკა მდინარაძე

news image
mbc image

საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.

„უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივ მოსახლეობის გარდა ნეგატიურად ისახება ტურიზმზეც.

კიდევ უფრო კონკრეტულად, როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგისა და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში: ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა მაშინ, როდესაც, მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო, დამატებით ლარნახევარს იხდის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

13.10.2026.18:47

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილესთან, ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მისივე თქმით, ამავდროულად მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

„დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს სამუშაოების ტემპი, რათა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია თანხვედრაში მოვიდეს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის სრულ განახლებასაც მოიცავს. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, ასევე, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი ხაზები და დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „GWP“ ჩაერთვება. ქუჩის გასწვრივ მწვანე ნარგავები განთავსდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა