მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას - ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ უმასპინძლა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვა და ანალიზი იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდესი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი ტობიას ადრიანი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი მრჩეველი რობერტ თითლოუ და ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენიეკ ტუმა. 

კონფერენცია სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა მონეტარული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას და არსებულ ტენდენციებს.

"გლობალურად და განსაკუთრებით, რეგიონში მაღალი გაურკვევლობების ფონზე, ვითარება სწრაფად ცვალებადია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში. სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი კონფერენციაზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების ხედვები მოვისმინეთ და მიღებული უკუკავშირის მიხედვით გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კიდევ უფრო დახვეწას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე,  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.  კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ეკონომისტები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები. 

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებმაც  მიმოიხილეს მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიების შემუშავება მცირე ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის. 

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები. მოწვეულმა უცხოელმა და ადგილობრივმა ეკონომისტებმა მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებულ გამოწვევებზე, მისი გადაჭრის გზებსა და პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესახებ იმსჯელეს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა