მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად „რეჟიმ ჩეინჯ“-ის მცდელობის ოპერაცია, ყველა იმ სცენარის და დრამატურგიის შესაბამისი, რაც კი აქამდე გვინახავს სხვა ქვეყნებში - ოთარ გრიგოლია

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის ანგარიშის  და 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და დედაქალაქის გამოწვევებზე გააკეთა განცხადება. მისი შეფასებით, ის, რაც ხდება, არის სახელმწიფო გადატრიალების მცდება. ოთარ გრიგოლიამ ამ პროცესების სათავეში მდგარად სალომე ზურაბიშვილი დაასახელა.

„მე მინდა, რომ ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდეს მუნიციპალიტეტის პოზიცია როგორია ამ თემაზე, როგორია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის პოზიცია. ჩვენ რეალურად გადავიარეთ ქვეყნის გადატრიალების მცდელობა. ეს იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად „რეჟიმ ჩეინჯ“-ის მცდელობის ოპერაცია, ყველა იმ სცენარის და დრამატურგიის  შესაბამისი, რაც კი აქამდე გვინახავს სხვა ქვეყნებში.  სამწუხაროდ, ამის შეფასება სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან არ მომხდარა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეთი შეფასებებიც გვექნება. ეს მცდელობა თავიდანვე დამარცხებისთვის იყო განწირული. შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ამ მცდელობებმა გამოიწვია საზოგადოებაში დიდი პოლარიზაცია და გააჩინა მტრობამდე მისული ბზარი,  რასაც ხელს უწყობს ჩვენი უკვე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისი მოღვაწეობის ბოლო წელს აბსოლუტურად არალეგიტიმური იყო. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, აირჩიეს სხვა პოლიტიკის და მიზნებისთვის, რაც სრულიად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც ქართველი ხალხის დაკვეთაა.  იმათ კი, ვინც ახლა მას მხარს უჭერს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ აურჩევიათ.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ვთქვა, მე დღეს  ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ პროცესი, რომელსაც ის დღეს უძღვება, ორიენტირებულია ქვეყნის დაზიანებასა და  კონფლიქტში ჩართვაზე. ქალბატონი პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ითხოვს ქვეყნის დასანქცირებას, პროექტების შეჩერებას, მიღწეული შედეგების გაუქმებას და ზოგადად, ქვეყნის დაზიანებას. ცნობილი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს ტიპური „რეჟიმ ჩეინჯ“ ოპერაცია, რომელიც უკვე წარუმატებლად დასრულდა.  არავის მიეცემა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 90-იან წლებში“,  -  განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა თავის გამოსვლაში დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მან 2017 წლიდან დღემდე ქალაქის განვითარება შეაფასა.

„2017 წლის პერსპექტივიდან წარმოუდგენელი იყო  ქალაქისთვის ამდენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტის გაკეთება. აქ მთავარი გამბედაობაა. ჭავჭავაძის გამზირისა და ქეთევან დედოფლის ქუჩის რეაბილიტაციას გამბედაობა და პოლიტიკური ნება სჭირდება. 2018 წელს 800 მილიონი იყო თბილისის ბიუჯეტი, დღეს 2 მილიარდზე მეტს ვამტკიცებთ. აშენდა 30-ზე მეტი საბავშვო ბაღი და 10 000-მდე ბავშვისთვის გახდა  ხელმისაწვდომი განათლება.

სატრანსპორტო რეფორმის მიმართულებით ის უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ განახლდა სატრანსპორტო ავტოპარკი,  არამედ  30%-ითაც გაიზარდა. დღეს ქალაქში გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი უპრეცედენტოა რეგიონში და მსგავსი აქამდე არ განხორციელებულა არასდროს.  ასობით ოჯახი გადაურჩა გარდაუვალ უსახლკარობას.

ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა გვრჩება გამოწვევები. სატრანსპორტო რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი. ქალაქში გვრჩება ავარიული საბინაო ფონდი; სამუშაოა მუნიციპალური საცხოვრისის მიმართულებით“,  - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა