მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას - გიორგი ტყემალაძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და  ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა,  გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაზე  საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც   ევროსაბჭოს კონგრესის ანგარიშში  გაკრიტიკებულია. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, კრიტიკა 20-მდე ცვლილებას შეეხო, რომელთა უმრავლესობაც კონგრესთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისივე თქმით, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს  ცვლილებების განხორციელების პროცესის დემოკრატიულობაზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ  ეუთოს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ  "მთლიანობაში, სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის სათანადო საფუძველს ქმნის“.

გიორგი ტყემალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო დამკვირვებლებს, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში.

 

„როგორც იცით, ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, როგორიც არის ეუთო/ოდირი, დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო 1.2 მილიონი ხმა და  მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს უმრავლესობის ნების და ხმების უგულებელყოფა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ველით კონგრესის

დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლობას მომავალი ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში. ასევე, ვაპირებთ არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას, რაც აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო სისტემა, რომელიც თითქმის გამორიცხავს ხმების გაყალბების და შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება კონგრესთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას ხელს უწყობს, დიდად აფასებს. მისივე თქმით,  სამწუხაროა, რომ მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს მოქალაქეებში  ევროპის იმიჯს აზიანებს.

„აღნიშნული რეზოლუცია ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესი  თავის განცხადებებში წუხდა. როგორც ვნახეთ, არჩევნების წინ, 47-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის მიუხედავად,  მმართველმა პარტიამ მიიღო მაღალი ლეგიტიმაცია და დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. სწორედ, ამიტომ, მოვუწოდებთ თითოეულ დელეგატს, რომ არ დაუჭიროს მხარი რეზოლუციებს, რომლებიც  ურთიერთგამომრიცხავი და მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებულია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა