მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

„მინდა, გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ეუთო/ოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამომრჩეველს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ეუთო/ოდირს ორივე მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ ანუ საუბარია, მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ეუთო/ოდირმა ვერავითარი ხარვეზი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ე.წ. გაჟონვას, ვიდეოგადაღებას და ა.შ. ვიდეოგადაღებაზე მინდა, შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო, ვიდეოგადაღება წარმოებულიყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია, ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს. გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჭიროების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენც გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია.

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა