მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო - კახა კალაძე

news image
mbc image

„ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგი გვაქვს. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკომისიის მიერ 9-პუნქტიანი დათქმის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, როგორც წინა 12-პუნქტიანი გეგმის შემთხვევაში, ახლაც ყველა პირობა შეასრულა, რაც ევროინტეგრაციის გზაზეა დაწესებული. 

„ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო. მაგალითად, თავიდან იყო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევასრულეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. რა იყო ამის მიზეზი? პასუხი ძალიან მარტივია - მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინათ. ჰქონდათ ასეთი მესიჯი, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ დროს, განხორციელებული რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით გაცილებით წინ ვიყავით  იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ მისცეს სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს. უბრალოდ პოლიტიკურად გამოიყენეს ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაგვჩაგრეს. რა შეიცვალა რამდენიმე თვეში? პოლიტიკურად აწყობდათ და მოგვცეს სტატუსი. იგივე ხდება ახლაც. ეს ყველაფერი სიტყვების ბრახაბრუხია.

 

ვიცით, რა ხდება უკრაინაში და ამას მტერს არ ვუსურვებ. ხედავთ, როგორ ჩატარდა მოლდოვაში არჩევნები და რეები აკეთეს. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ ამ ქვეყნებზე. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგები გვაქვს. ამ მიმართულებით მომავალშიც ვიმუშავებთ. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა