მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო - ცესკო

news image
mbc image

პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღემდე განაგრძობენ მტკიცებას თითქოს ეს არჩევნები გაყალბდა, ირღვეოდა ფარულობა, იყო ხმის მრავალჯერადი მიცემის შემთხვევები და ა.შ. 

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის.

მათგან განსხვავებით საარჩევნო ადმინისტრაციამ, სწორედ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით არაერთხელ გასცა პასუხი გავრცელებულ ბრალდებებს, საზოგადოებას მიაწოდა ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია და არაერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების  დაცვით ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. 

ის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა თუ პოლიტიკურად მიკერძოებული პირის ხმაურიანი განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო იყო და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, დღეს უკვე დაადასტურა ევროკომისიის ანგარიშმაც. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე საუბარია გასული წლის არჩევნებზეც, თუმცა ამ ანგარიშში ზემოაღნიშნული ბრალდებები არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის.

ახლა გვინდა ვკითხოთ მათ, ვინც ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ - ხმის მიცემა შვიდჯერ ან ასჯერ შეიძლებოდა, აპარატებში არსებულ სიებში გაორებები იყო, ამომრჩევლის ხმის ფარულობა ირღვეოდა, შემაჯამებელი ოქმები გადაწერილი იყო, საზღვარგარეთ უბნები სპეციალურად არ შეიქმნა, მარკერები კი გამოცვლილი და სხვა მრავალი, რატომ არ მოხვდა ეს არც ევროკომისიის და არც ეუთო/ოდირის ანგარიშში? პასუხი ცხადი და ნათელია, იმიტომ რომ არცერთი ზემოხსენებული არ შეესაბამებოდა რეალობას და მხოლოდ და მხოლოდ რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას,  არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, არჩევნებისადმი ნდობის შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჩართული მხარეების მიერ გაკეთებული, სწორედ ასეთი, მანიპულაციური განცხადებები არახალია არა მხოლოდ არჩევნებთან, არამედ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც. ეს კი მოქალაქეების არასწორი ინფორმირების და გარკვეული აღქმების შექმნას უწყობს ხელს. 

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ახლა მაინც აღიარონ რეალობა და დაუბრუნდნენ საარჩევნო პროცესების შეფასების მიუკერძოებლობის სტანდარტს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კვლავ დავრჩებით ერთგულნი ჩვენი გაცხადებული მიზნისა, რომ ქვეყნის ამომრჩეველი დეტალურად და სწორად იყოს ინფორმირებული საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა