მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა - 2017 წლიდან სწორედ ამ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა | კახა კალაძე

news image
mbc image

„ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა - 2017 წლიდან სწორედ ამ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, სადაც დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის.

„ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ. თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული. თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა მერმა.

მისივე განმარტებით, მულტიმოდალური პრინციპი ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩა უნდა ემსახურებოდეს ყველას - ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ავტომობილის მძღოლს, ველოსიპედისტს და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებს.

„ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა. გვახსოვს ალბათ, წლების წინ ტროტუარებზე ფეხით გავლა იყო შეუძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იყო ამის კარგი მაგალითი. ტროტუარები გადავსებული იყო ავტომობილებით, დედა შვილს ეტლით ვერ გაასეირნებდა. 2017 წლიდან სწორედ მულტიმოდალურ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ სატრანსპორტო გეგმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება შესაბამისი კვლევებისა და სატრანსპორტო მოდელირების საფუძველზე. ამ მიდგომით განვაახლეთ ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან დედოფლის, მელიქიშვილის გამზირები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები. ამავე პრინციპით ხორციელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის ქუჩები იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი მოძრაობის ყველა მონაწილისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ლევან ჟორჟოლიანი

17.11.2026.14:47

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას.

„ეს არის ის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც აწუხებდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც აერთიანებს უწყებებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.

ეს იყო ტექნიკურად და სამართლებრივად რთულად შესასრულებელი სამუშაოები, საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტები, რომლებიც დამუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ნებისმიერი უწყება, რომელმაც თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და, ზოგადად, მიწების განაწილებასთან დაკავშირებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას, მათ საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ამ რთული, კომპლექსური სამართლებრივი პროცესის შედეგად ეს შესაძლებელი ხდება,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა