მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფაქტი, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, პოლიტიკურია - ადმინისტრაცია

news image
mbc image

ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„სვიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და შუამდგომლობით პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს [ხელოვნების სასახლეს] გადმოსცა. დაახლოებით, 30 ნამუშევრიდან 5 ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში.

მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ ქართულ, ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის ერთობის საფუძველი შეიქმნას, ამიტომ ჩვენ ყოველ მსგავს ფაქტს, რომელიც როგორც ძველ ემიგრაციას, ასევე, უცხოეთში მყოფ თანამედროვე ქართველ ხელოვანებს უკავშირდება, ყოველთვის გულისხმიერებით ვეკიდებით და ვცდილობთ, რომ ორბელიანების სასახლეში მოხდეს ამ ნამუშევრების ან გამოფენა, ან დროებითი ექსპონირება.

რაც ეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას, ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ისინი, თავის დროზე, დასაწყობებული იყო ამერიკაში, ამერიკიდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან საქართველოში, იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და აი ამ ათეულობით ნამუშევრიდან ხელოვნების სასახლის მიერ მხოლოდ 5 ნამუშევარი შეირჩა ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად.

შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში.

მინდა გითხრათ, რომ მსგავს ბრალდებებს, რომლებსაც ახლა ვადევნებდით თვალს და რომლებიც დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ, ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო, საქართველოს ემიგრაციიდან. პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ ეს ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და რომ ამ შემთხვევაში, მიმღები მხარე ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი, რადგან მათი მხრიდან არ იყო ნდობა ქართული კულტურული ინსტიტუციების მიმართ და შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უფრო, რომ ეს ოჯახი, რომელიც სვიმონ დადიანის ნამუშევრების მემკვიდრეა, ძალიან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტს, რადგან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელოვნების სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს.

რაც ეხება ნამუშევრების ექსპონირების ვადებს, ვფიქრობ, ვადები ყველანაირად დაცული იყო, არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს და რაიმე პრობლემას თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

იცით, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც ცნობილი გახდა, საქმე ეხება სვიმონ დადიანის ნამუშევრებს, რომლებიც სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, გალერეაში უნდა დაბრუნდეს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა