მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ფართოვდება სანდო უცხოური ბანკის შემოსვლის შესაძლებლობა - გამარტივებული ლიცენზირების შესაძლებლობა აღარ იქნება მიბმული მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვიწრო ჩამონათვალზე | შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტით იხვეწება საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პროცედურები.

„ლიცენზირებისას მცირდება დოკუმენტაციის წარდგენის ტვირთი. ყველა მცირე აქციონერის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის ნაცვლად, მოთხოვნა მნიშვნელოვანი წილის მფლობელზე იქნება კონცენტრირებული. ამავე დროს, ეროვნულ ბანკს კვლავ ექნება სრული ინფორმაცია მფლობელებისა და ჯგუფის სტრუქტურის შესახებ. ასევე, ფართოვდება სანდო უცხოური ბანკის შემოსვლის შესაძლებლობა. გამარტივებული ლიცენზირების შესაძლებლობა აღარ იქნება მიბმული მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვიწრო ჩამონათვალზე. სანდო ქვეყნის ნუსხას ან მათი განსაზღვრის პრინციპებს, მისაღები რეიტინგის დონეს, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებზე დაყრდნობით განსაზღვრავს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ზუსტდება მნიშვნელოვანი წილის ცნება და მფლობელის გამჭვირვალობის მოთხოვნები, უფრო მოქნილი ხდება ადმინისტრატორების პარალელური პოზიციების დათვლის წესი. ცვლილება ეხება მნიშვნელოვანი წილის განმარტებასაც.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება შედის ასევე „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში. მისი განმარტებით, ცვლილების მიზანი მიკრობანკების მარეგულირებელი ჩარჩოს კომერციული ბანკების რეგულაციებთან დაახლოება და საქმიანობის შესაძლებლობების გაფართოებაა.

„ეს ცვლილება მიკრობანკებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად გაუწიონ კონკურენცია სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და მომხმარებლებს მეტი კონკურენტული პროდუქტი შესთავაზონ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ფართოვდება სანდო უცხოური ბანკის შემოსვლის შესაძლებლობა - გამარტივებული ლიცენზირების შესაძლებლობა აღარ იქნება მიბმული მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვიწრო ჩამონათვალზე | შოთა ბერეკაშვილი

09.11.2026.15:33

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტით იხვეწება საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პროცედურები.

„ლიცენზირებისას მცირდება დოკუმენტაციის წარდგენის ტვირთი. ყველა მცირე აქციონერის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის ნაცვლად, მოთხოვნა მნიშვნელოვანი წილის მფლობელზე იქნება კონცენტრირებული. ამავე დროს, ეროვნულ ბანკს კვლავ ექნება სრული ინფორმაცია მფლობელებისა და ჯგუფის სტრუქტურის შესახებ. ასევე, ფართოვდება სანდო უცხოური ბანკის შემოსვლის შესაძლებლობა. გამარტივებული ლიცენზირების შესაძლებლობა აღარ იქნება მიბმული მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვიწრო ჩამონათვალზე. სანდო ქვეყნის ნუსხას ან მათი განსაზღვრის პრინციპებს, მისაღები რეიტინგის დონეს, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებზე დაყრდნობით განსაზღვრავს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ზუსტდება მნიშვნელოვანი წილის ცნება და მფლობელის გამჭვირვალობის მოთხოვნები, უფრო მოქნილი ხდება ადმინისტრატორების პარალელური პოზიციების დათვლის წესი. ცვლილება ეხება მნიშვნელოვანი წილის განმარტებასაც.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება შედის ასევე „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში. მისი განმარტებით, ცვლილების მიზანი მიკრობანკების მარეგულირებელი ჩარჩოს კომერციული ბანკების რეგულაციებთან დაახლოება და საქმიანობის შესაძლებლობების გაფართოებაა.

„ეს ცვლილება მიკრობანკებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად გაუწიონ კონკურენცია სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და მომხმარებლებს მეტი კონკურენტული პროდუქტი შესთავაზონ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა