მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

გადატვირთვის რესურსი არის - მამუკა მდინარაძე აშშ-თან ურთიერთობაზე

news image
mbc image

ვინაიდან ტრამპისა და მისი მომავალი ადმინისტრაციის მიდგომა ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით - გამჭვირვალობის პრინციპი და ოჯახური ღირებულებები ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, მინიმუმ ამ ორ საკითხში წნეხი მოიხსნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„როგორც მინიმუმ ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ ვინაიდან ტრამპის და მისი მომავალი ადმინისტრაციის მიდგომა იმ ორ მთავარ პრინციპულ საკითხზე, რასაც ოჯახური ღირებულებები და გამჭვირვალობის პრინციპი და მათი უპირობო აღიარება ჰქვია, მათაც ისე მიაჩნიათ, რომ არის აუცილებელი, ისევე როგორც ჩვენ - საქართველოს ხელისუფლებას, აი ამ ნაწილში, როგორც მინიმუმ ჩვენ გარკვეული წნეხი მოგვშორდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, სულ რომ ბიუროკრატიულმა მექანიზმმა ისე გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც აქამდე იყო მინიმუმ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ზეწოლა მოიხსნება.

„ეს ადამიანი (ტრამპი) საუბრობს ომის დამთავრებაზე, რა შემთხვევაშიც ჩვენზე ზეწოლა იხსნება ომთან დაკავშირებით და მეორე ფრონტის ინტერესი ქრება ბუნებრივად. თუ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრა და ამ ორ საკითხზე წნეხი მოიხსნა, მაშინ უფრო თავისუფლად და იმედიანად შეიძლება ვიყოთ გადატვირთვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე არასდროს რაღაც კონკრეტულ პრინციპებზე უარს არ იტყვის, რითაც არ უნდა დაემუქრონ მას.

„დღესაც, როდესაც ევროკავშირში იქმნება სხვადასხვა დოკუმენტები, ბოლო დოკუმენტი გახსოვთ იქაც კი ვერ მოითმინეს და ბიუროკრატიამ უზრუნველყო, მიუხედავად იმისა, რომ პიარულად შეიძლება არ აწყობდათ საქართველოში შიდა მოხმარებისათვის ჩვენს ოპონენტებს, ბიუროკრატიამ უზრუნველყო, რომ ეს ორი კანონი, როგორც ნეგატიური და ნეგატიურ კონტექსტში მოსახსენიებელი კანონები მოხვედრილიყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20.11.2026.18:32

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა