მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ „ფეიკები“ აკეთონ, სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ პოლიტიკოსზე - მამუკა მდინარაძე

news image
mbc image

გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ  და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე, პოლიტიკოსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, „ფეიკები“ განსაკუთრებით  ბოლო პერიოდში,   კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე გავრცელდა.

 

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, ამ დღეებში მაინც შეიკავონ თავი პოლიტიკური ოპონენტების დაზიანებისგან.

 

„სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე, პოლიტიკოსზე. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით დღეს, გუშინ,  გუშინწინ, კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე, ჩვენზეც, დანარჩენებზე, ყველაზე. ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ რისი მსგავსიც არ გაუკეთებიათ, ინტერპრეტირება რომ შეიძლებოდეს, ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ, ასეთ განცხადებებს ავრცელებენ და აყალბებენ და ამით აბრაზებენ საზოგადოებას.  სამწუხაროდ, ვიღაცეები იჯერებენ. წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთერთმა წევრმაც კი, როგორც მეუბნებიან,  გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, არაერთი გაზიარება ჰქონდა ერთერთ ასეთ „ფეიკს“. ეს სამწუხაროა.   ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში, თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების  რომელიმე ლიდერის პოლიტიკურ დაზიანებაზე  არ იფიქრონ და ამით არ იყვნენ დაკავებული. ყველას მოვუწოდებ, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალონ არავის არაფერი. პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ, ამას ვინ დაგიჯერებს, მაგრამ როდესაც სიცრუის  ტირაჟირებასაც არ ერიდებიან, ეს უკვე ამაზრზენია ამ ყველაფრის ფონზე, რაც აქ ხდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა