მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი წარუდგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა გიორგი წკრიალაშვილის პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. დავით სონღულაშვილმა ახალი გუნდის წევრს წარმატებები უსურვა.

„მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პოზიციას იკავებდა იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის 2001–2004 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. 

ბოლო წლებში იგი კერძო სექტორში საქმიანობდა როგორც მეწარმე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. 2023 წლიდან დღემდე იყო სამშენებლო კომპანიების ჯგუფის „რეფორმა ქონსთრაქშენი“ გენერალური დირექტორი. 

გიორგი წკრიალაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; ასევე სწავლობდა რურის უნივერსიტეტსა (Ruhr-Universität Bochum, ქ. ბოხუმი, გერმანია) და ჩრდილო-დასავლეთ მიჩიგანის კოლეჯში (Northwestern Michigan College, მიჩიგანის შტატი, აშშ)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

14.08.2026.14:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა. მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა