გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს თამთა დევდარიანი უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - თამთა დევდარიანი წარუდგინა.
თამთა დევდარიანს აქვს კიოლნის უნივერსიტეტის (University of Cologne) სამართლის მაგისტრის (LL.M.) აკადემიური ხარისხი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალ დირექტორს ხელმძღვანელ პოზიციებზე მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იყო „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში ადმინისტრაციული ასისტენტი; მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კოლექტიური შრომითი დავების მედიატორად, სასამართლო მედიატორად, სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი იურისტად. თამთა დევდარიანი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, დირექტორის მოადგილე იყო.
თამთა დევდარიანს აქვს ტრენერთა ტრენინგის (TOT) სერტიფიკატები მედიაციის, გარემოსდაცვითი მართლმსაჯულებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით, ასევე არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA–EAL) სრული ინდივიდუალური წევრი.
სხვა სიახლეები
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის
02.10.2026.17:29
3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
09:00 სთ
15:00 სთ
21:00 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.