მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება | აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი

news image
mbc image

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

ალი ასადოვის თქმით, გასული წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე არის გადასული.

„მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ თვალსაზრისით, აპრილში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ვიზიტი, ასევე მაისში თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. აღნიშნული ვიზიტები და გაფორმებული შეთანხმებები ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას.

საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრულ როლს თამაშობს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია - ალი ასადოვი

30.10.2026.11:53

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

„ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.
კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება.

ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს", - განაცხადა ალი ასადოვმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა