მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ასევე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა IMO - ის გენერალურ მდივანთან, არსენიო დომინგესთან და ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.

„სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, განსაკუთრებით, შუა დერეფნის კონტექსტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განვითარების პროექტზე, მაგისტრალური გზების მშენებლობაზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასამბლეის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, რომელსაც საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ესაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა ისეთი მნიშვნელოვანი საზღვაო ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, თურქეთი, საბერძნეთი, მალტა, კატარი, კვიპროსი, სინგაპური და სხვა.

"შეხვედრების ფარგლებში ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტისა და შეხვედრების შედეგად გვექნება ხელშესახები შედეგები, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში," - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა

05.10.2026.12:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.

მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.

შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.

45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა