მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ღირსება ნიშნავს იმას, რომ როდესაც მოლდოვას აძლევენ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, შენი პოზიციები მკაფიოდ უნდა დაიცვა - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რა სლოგანითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგებით მმართველი გუნდის რეიტინგი უცვლელია, ანუ იმეორებს იმას, რაც „ქართულ ოცნებას" ჰქონდა ბოლო კვლევაში არჩევნების წინ.

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, არსებითად არაფერი შეცვლილა, როგორც ვიბრძოდით 26 ოქტომბრამდე, ასევე განვაგრძობთ ბრძოლას იმისთვის, რომ ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში. რა განცხადებაც გაკეთდა 28 ნოემბერს, ის ნიშნავდა ზუსტად ამას. ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რა სლოგანითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ღირსება ნიშნავს იმას, რომ როდესაც მოლდოვას აძლევენ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, შენი პოზიციები მკაფიოდ უნდა დაიცვა. ტელევიზიების დახურვა, პარტიების აკრძალვა - ეს არის მოლდოვის პროგრესი. არ დატოვეს არც მედიაპლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, რჩებიან დსთ-ს წევრებად, სანქციები არც მათ დაუწესებიათ, კორუფცია არის აყვავებული მოლდოვაში, არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში. ეს არის მოლდოვის პროგრესი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შესრულდეს ევროინტეგრაციის გზაზე გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის განუწყვეტლივ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ასოცირების შეთანხმებით და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებები შევასრულოთ. ჩვენ, რეალურად, 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება ორივე მიმართულებით ვალდებულებების 90%-ზე მეტი. ეს არის საქართველოს გზა და მოლდოვას შევადაროთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა