ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა და ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ნათელი მის ხსოვნას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
01.10.2026.14:40
დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.
სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.