გია ცაგარეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად, სადაც კი რაღაცის მოსავალი გაჩნდება ქვეყანაში, იქვე შეესევიან იქაურობას
„„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად. სადაც კი რაღაცის მოსავალი გაჩნდება ქვეყანაში, იქვე შეესევიან იქაურობას. თხილია, იქ ჩადიან, ყურძენია აქეთ ჩამოდიან“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გუშინ და წინა დღეებში, არა მარტო მევენახეებთან სხვა მიმართულებებითაც გაჟღერდა ოპოზიციური პარტიებიდან აბსოლუტურად გაუგებარი შინაარსის ბრალდებები, სპეკულაციები, განსაკუთრებით აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში თხილზე, აღმოსავლეთში ყურძენზე. ერთგვარი პოლიტიკური ფაროსანა რომ წარმოვიდგინოთ, სწორედ ასე იქცევიან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები და წევრები. აგულიანებენ ფერმერებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს, წარმოუდგენელ შეთავაზებებს უკეთებენ, მაგალითად, კახეთში ფერმერებს ეუბნებიან, რომ გასულ წელს ჩაუბარებელი და გაფუჭებული ყურძნის საფასური თურმე წელს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტმა გლეხებს და ფერმერებს. თუ არ ვცდები ყოველ კილოზე 20 თეთრი. როგორ წარმოგიდგენიათ, ჯერ ერთი ეს როგორ უნდა დავითვალოთ, შემდეგ როგორ უნდა გაიცეს. მასე შეიძლება წინა წლების ზარალის ძიებაც და გამოთვლაც დავიწყოთ, ასე ძალიან შორს წავალთ და ეს ხომ განუხორციელებელი შეთავაზებაა, აბსოლუტურად პოპულისტური და ვფიქრობ წინა საარჩევნოდ გაჟღერებული“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.