მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გია ცაგარეიშვილი- როცა კომისიას 2 წელზე მეტია არ ჰყავს თავმჯდომარე და გვიახლოვდება 2024 წლის არჩევნები, უცხადესია რომ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე

news image
mbc image

„ჩვენ ძალიან მარტივი რამ გავაკეთეთ, დღეს მივეცით ნორმალური მუშაობის და  ფუნქციონირების საშუალება  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ეს არის და ეს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

 

წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად არსებობს ინსტიტუციური კრიზისის შექმნის ნიშნები, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და რამდენად შეიძლებოდა ამ ნიშნებს რეალურ კრიზისამდე მიეყვანა ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, აქ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე.

 

„როცა კომისიას 2 წელზე მეტია არ ჰყავს თავმჯდომარე და ჰყავს მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, როცა კომისიის წევრთაგან ორს უფლებამოსილების ვადა აქვს გასული და ისინი დროებით ასრულებენ მოვალეობას, გვიახლოვდება ძალიან მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მგონი, ცხადზე უცხადესია რომ აქ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ სავარაუდოდ ქვეყნის მომავალ, ნორმალურ განვითარებაზე. მგონი ამაში ყველა ვთანხმდებით და ყველას გვინდა, რომ ნორმალურ პირობებში ჩავატაროთ შემდგომი არჩევნები. რანაირად შეიძლება ამ სიტუაციის ნორმალიზებაზე საუბარი, როცა ასეთი ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ამ კვანძის გახსნას ველოდებოდით თითქმის 2 წელზე მეტი და ეს კვანძი კი არ იხსნებოდა, არამედ უფრო რთულდებოდა, იბურდებოდა იქაურობა და შეიძლებოდა მომავალში უფრო ძნელად გადასალახავი გამხდარიყო ძალიან ბევრი პრობლემა. ამიტომ რა თქმა უნდა თადარიგი დავიჭირეთ“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა