მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გია ცაგარეიშვილი თავდაცვის კოდექსზე - გულზე მჯიღის ცემა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ყველას შეუძლია და ქვეყნის მსახურება, როცა ეს საჭირო და აუცილებელია, როგორც ჩანს ერთეულების საქმეა

news image
mbc image

როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული გაქვს, ოკუპანტი თბილისიდან 30 კილომეტრშია და თქვენ, 50 ლარად  ეპისკოპოსის წოდებებს ურიგებთ ადამიანებს, მერე გინდათ იყვიროთ, რომ თავისუფალი, ძლიერი და წელგამართული საქართველო გიყვართ, ასე არ გამოვა. გულზე მჯიღის ცემა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ყველას შეუძლია და ქვეყნის მსახურება, როცა ეს საჭირო და აუცილებელია, როგორც ჩანს ერთეულების საქმეა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსზე საუბრისას  განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის კოდექსის განხილვა ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ნებისმიერ დეპუტატს მიეცემა ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა.

გია ცაგარეიშვილმა გაიხსენა ამ ფუნდამენტური საკანონმდებლო  ინიციატივის გარშემო აგორებული ინსინუაციები, მათ შორის  „გირჩის“ და სხვა კოლეგების მხრიდან.

მისი თქმით, ადამიანებს უნდათ  თავისუფალი, ფეხზე დამდგარი, წელგამართული, ძლიერი საქართველო, ოღონდ არ უნდათ სამხედრო ბეგარის მოხდა, რაც ნონსენსია.

 

„ჩვენ რიგგარეშე სხდომებზე დაგვრჩა განსახილველად მხოლოდ თავდაცვის კოდექსი. საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სხდომა ხვალ 11 საათიდან განახლდეს და მთელი დღე მიეძღვნას ამ კოდექსის განხილვას. ნებისმიერ დეპუტატს მიეცემა შესაძლებლობა,  ნებისმიერი სახის კითხვა დაუსვას  მომხსენებელს - თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და ისიც ვალდებულია, ამ კითხვებს პასუხი გასცეს. მესმის, რომ ეს  შრომატევადი და დამღლელი პროცესია მათ შორის მომხსენებლისთვისაც, მთავრობისთვისაც, მაგრამ ეს არის ის, რაც დადგენილია რეგლამენტით, საპარლამენტო სტანდარტებით. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა დავუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის. სხვა არის, რა ინსინუაციებიც იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკანონმდებლო  ინიციატივის გარშემო აგორებული, მათ შორის ჩვენი კოლეგების, პარტია „გირჩის“ და სხვა კოლეგების მხრიდან. ეს ცალკე თემაა, სპეკულაცია, აღვირახსნილი, წარმოუდგენელი რამ ხდება ზოგადად ქვეყანაში. ადამიანებს უნდათ  თავისუფალი, ფეხზე დამდგარი, წელგამართული, ძლიერი საქართველო, ოღონდ არ უნდათ სამხედრო ბეგარის მოხდა. ეს არის ჩემთვის ნონსენსი და წარმოუდგენელი ამბავი. გულზე მჯიღის ცემა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ყველას შეუძლია და ქვეყნის მსახურება, როცა ეს საჭირო და აუცილებელია, როგორც ჩანს ერთეულების საქმეა.  როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული გაქვს და ოკუპანტი თბილისიდან 30 კილომეტრშია, თქვენ 50 ლარად  ეპისკოპოსის წოდებებს ურიგებთ ადამიანებს და მერე გინდათ იყვიროთ, რომ თავისუფალი, ძლიერი და წელგამართული საქართველო გიყვართ, ასე არ გამოვა“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით,  თუ გვინდა ძლიერი თავდაცვის ძალები, წელში გამართული ქვეყანა, ეს ბეგარა უნდა მოიხადოს ყველამ.

„აქედან არც თუ შორი ქვეყანაა ისრაელი, რომელიც გარშემო მტრებით არის გარემოცული და ცეცხლის ალშია გახვეული. შეხედეთ, ეს სახელმწიფო როგორ დადგა ფეხზე, არანაკლები ბედი გვაქვს ჩვენ სხვათა შორის, ამიტომ ასეთი მიდგომები, აწყვეტილი ე.წ. თავისუფლება, ვიცი რითიც მთავრდება ბოლოს, თორემ კი ბატონო, გადავიდოთ ფეხი ფეხზე და დაველოდოთ ისევ ადამიანს, რომელიც ჩვენი გულისთვის იმსახურებს, იფიქრებს, განსჯის ამ ქვეყანაში. ვიყავით ასე თითქმის ორი საუკუნის მანძილზე, რუსული ჩექმის ქვეშ, როცა რუსი მსახურობდა ამ ქვეყანაში ქართველის მაგივრად. ეს წარსულს  ჩაბარდა. თუ გვინდა ძლიერი თავდაცვის ძალები, წელში გამართული ქვეყანა, ეს ბეგარა უნდა მოიხადოს ყველამ, ჩემით დაწყებული, „გირჩი“-ს წევრებით დამთავრებული და თუ არ გვინდა, მაშინ გადავწყვიტოთ საერთოდ რა გვინდა, გავაუქმოთ ჯარი, პოლიცია, ყველაფერი და მოვა ვიღაც შემდეგ აქ, იმსახურებს ჩვენს მაგივრად და დაიცავს ჩვენს თვალწარმტაც სამშობლოს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა