გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზარდა სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზარდა სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს.
აღნიშნულის შესახებ უწყებ განცახდებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და წარმოადგენს არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდების მცდელობას.
,,პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს.
ასევე, აღსანიშნავია რომ, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“.
სხვა სიახლეები
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
09.10.2026.17:03
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. კომიტეტის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 15 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გამოყოფილია - 99 მილიონ ლარამდე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 105 მილიონი ლარი, ერთიანი აგროპროექტისთვის - 313 მილიონ ლარამდე, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 223 მილიონი ლარი.
პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ზურაბ ეზუგბაია და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ. მათ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და შესაბამისი სფეროების განვითარების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.