მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შობა მიულოცეს და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, შობა სიყვარულს და სიკეთეს უკავშირდება.

„ჩვენ, თბილისის საკრებულოს წევრები, რა თქმა უნდა დიდი სიხარულით შემოვუერთდით ალილოს მსვლელობას. ჩვენი უწმინდესის კურთხევით, ეს მრავალწლიანი ტრადიცია ქვეყნის საგანძურია. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მსვლელობაში.

შობის დღესასწაული სიკეთეს, განახლებას, სიყვარულს, იმედს უკავშირდება. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, გაერთიანებას, გამთლიანებას. ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობას ვუსურვებ. ვულოცავ ჩვენს უწმინდესს, ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოეებმა რუსთაველის გამზირისა და  თავისუფლების მოედნის გავლით მსვლელობა ლოცვითდა გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.

 

ალილოს მონაწილეებს მსვლელობის დროს მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას  შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდანბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა