მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენებისდაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა,  საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სპორტული უწყებების,ფედერაციების წარმომადგენლები და თბილისელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სპორტსმენებს მიესალმა, მათ მიღწევებზეისაუბრა და წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთისეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაუსწრებლად დააჯილდოვა.

 

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისმიმართულებით გამორჩეული ქალაქია, რაც ქართველი სპორტსმენების წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„მოხარული ვარ დავესწრო ღონისძიებას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და რომლის მიზანიცწარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაფასება, სპორტის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესისპოპულარიზაცია და იმ ადამიანების დაჯილდოებაა, რომლებმაც 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენიქვეყანა არაერთხელ ასახელეს. ჩვენი სპორტსმენები ნამდვილად წერენ  ქვეყნის ისტორიას და ისინი არიანადამიანები, რომელთა გვერდში დგომაც ჩვენთვის დიდი პატივია. 2024 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული წელი იყო, რისთვისაც  თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

ღონისძიებაზე სულ 185 თბილისელი სპორტსმენი დაჯილდოვდა, რომლებიც სპორტულ ჟურნალისტებსშორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. ჯილდოები საქართველოს ჩემპიონატისუმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა ხუთ და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთ გუნდს გადაეცა. გარდა ამისა, გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ: წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესოსპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულგუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 2024 წელსსპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა ერთმილიონ ლარს შეადგენს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 1 000-ზემეტი სპორტსმენი დაჯილდოვდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა