გიორგი ცუცქირიძე: ყველა ეკონომიკური ფაქტორი ლართან ერთად მყარია, ჩვენი ძვირფასი ,,კუპონა“ ხავსსაც ვეღარ ეჭიდება და კვლავ სებ-ს ესხმის
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე რომან გოიცირიძის მორიგ ტყუილს ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,რომან გოცირიძის ეკონომიკის ცოდნა ან მიზანმიმართული ტყუილები უკვე პირველკურსელი სტუდენტის ეკონომიკის საფუძვლების ცოდნის დონესაც კი ვერ აკმაყოფილებს. თუ რატომ ახლა მოგიყვებით დეტალურად:
იმ ვითარებაში როდესაც EBRD ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად გვიზრდის, The Heritage Foundation-ი საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში აწინაურებს, იანვარში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ყველა ეკონომიკური ფაქტორი ლართან ერთად მყარია, ჩვენი ძვირფასი ,,კუპონა“ ხავსსაც ვეღარ ეჭიდება და კვლავ სებ-ს ესხმის თავს.
ეს ისევ იმ სერიიდანაა - უი, სებ-ს რეზერვები უყიდია გვექცევა ეკონომიკაო, სებ-ს რეზერვი გაუყიდია აქაც გვექცევაო ეკონომიკაო. ძვირფასო , რომან, არ არის ეს ეკონომიკა და ანალიტიკა შენი ძლიერი მხარე და მოდი იქნებ რამე სხვა რამით დაკავდე?
ახლა ვნახოთ, ცრუპენტელა რომანის პოსტების პარალელურად რა ხდება სინამდვილეში:
ეროვნულ ბანკს ცალკეულ შემთხვევებში როდესაც უწევს ბაზარზე ჩარევა, თქვენი და თქვენნაირი ეკონომიკის/ქვეყნის მტრების დესტრუქციული ქმედებების შედეგად არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად, მოქმედებს ბაზარზე წარმოქმნილი სიტუაციის მიხედვით, თუმცა ამჯერად ასეთი საჭიროება არ ყოფილა და დღის წესრიგშიც არ დამდგარა.
ხალხმა კარგად დაინახა რაც ხართ თქვენ, ამ ეტაპზე არ ყოფილა ერთჯერადი ჩარევების საჭიროება. არასწორი მოლოდინების გამო სავალუტო ბაზარზე რყევები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, რატომ უნდა ჩარეულიყო სებ-ი?! დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილა ჩარევა, დარჩა ვალის მომსახურება და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით საგარეო ვალის მომსახურების გამო არის შემცირებული ჩვენი რეზერვები, რაც რაიმე ტიპის პრეცედენტს კი არა ჩვეულებრივ მომენტს წამროადგენს ეკონომიკაში. აღდგომა და ხვალეო, დაველოდოთ 25 რიცხვს და გამოჩნდება ყველაფერი...
ამ კაცს რა უნდა ვურჩიოთ აღარ ვიცი, მემგონი ის დროა ,,ეკონომიკის საფუძვლების“ წიგნები გავუგზავნოთ საჩუქრად რომ ცოტა რაიმე წაიკითხოს ან გაიხსენოს მაინც”, - წერს ცუცქირიძე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.