მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით - პრემიერი

news image

გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით, 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3-პროცენტიანი ზრდა აჩვენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა.

„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და „ქართუ” ბანკის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

წლების განმავლობაში, საერთაშორისო საბანკო კონფერენციამ თავი დაიმკვიდრა, როგორც საბანკო სექტორის ძირითადმა პლატფორმამ ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, როგორც საქართველოს საბანკო სექტორის, ასევე უფრო ფართო რეგიონული ფინანსური ლანდშაფტის წარმოსაჩენად.

ეს დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და პერიოდულად გამოვლენილ რისკებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებაში.

გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით. 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3-პროცენტიანი ზრდა აჩვენა.

საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა. ეს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერ ნდობაზე მეტყველებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს l შოთა ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტზე“

24.04.2026.14:45

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში საქართველოს მნიშვნელობას აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი და რეგიონში ერთ-ერთი დამაკავშირებელი ქვეყნების, კერძოდ, აზიასა და ევროპას შაორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს და გავხადოთ ჩვენი დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, აუცილებელია, რომ აშენდეს ანაკლიის პორტი, კიდევ უფრო გაძლიერდეს რკინიგზის მოდერნიზაცია. საერთო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც იქნება კონკურენტული, ეფექტიანი და მიზიდავს ძალიან დიდ ტვირთბრუნვას. ეს თავისთავად აისახება ეკონომიკის ზრდაში”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

აშშ-ი და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. სტატიაში ნახსენებია რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა