გვაქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა, ძალიან კარგი მენეჯმენტი და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა, ის ფაქტიც, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს და ვინარჩუნებთ ძალიან კარგ მდგომარეობას, არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Fitch-ის რეიტინგის თანახმად ქვეყნის სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა და მომდევნო 4 წლის მიზანია, დამატებით 40 მლრდ ლარით გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა, ძალიან კარგი მენეჯმენტი დასწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა. თავისთავად, ის, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს კარგი მდგომარეობა, ვინარჩუნებთ ძალიან კარგ მდგომარეობას, ესეც არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ყველას ვპირდებით, რომ ის მიზნები, რაც პროგრამაშია დასახული აუცილებლად შესრულდება. ჩვენი მიზანია დამატებით 40 მლრდ ლარით გავზარდოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
20.11.2026.18:32
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.
„Aqualia“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კომპანიის საქართველოში საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანიის ბიზნესსაქმიანობა. „Aqualia“-ს საქართველოში ოპერირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახსნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და დიდი კომპანიებისთვის და ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბიზნესურთიერთობის კარგი მაგალითია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
შეხვედრაზე „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ბიზნესპორტფელისთვის თბილისში საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მზად არის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს. როგორც „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანია საკუთარი ბრუნვის 50%-ს კაპიტალურ ინვესტიციებში ხარჯავს, რაც წყლის მიწოდების სისტემების მოდერნიზებასა და სერვისების გაუმჯობესებას ხმარდება.