იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა - ირაკლი კობახიძე
იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა 6,3 მილიარდი დოლარი.
„საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში გვაქვს პროგრესი, იანვარშიც გაგრძელდა ჩვენი სავალუტო და სხვა სარეზერვო აქტივების შევსება. იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო. რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა უკვე 6,3 მილიარდი დოლარი. მადლობა მინდა, გადავუხადო ეროვნულ ბანკს გაწეული სამუშაოსთვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საბჭოს წევრებს, ყველას მადლობა გაწეული სამუშაოსთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
23.06.2026.18:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.