მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

news image
mbc image

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ პირველი მიმართვა უკვე გაავრცელა.

„მე ვარ იშიძუკა ჰიდეკი და ეს ჩემი პირველი საჯარო გზავნილია თქვენთვის. ელჩის პოზიციაზე დანიშვნით, დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში და აეროპორტში თბილი მიღებით კარგად მივხვდი, თუ რატომ ირჩევს მრავალი ტურისტი სწორედ საქართველოს.
 
საქართველოში ტოკიოდან ჩამოვფრინდი ევრაზიის კონტინენტის თავზე გადაფრენით. გზად წიგნის კითხვისას, ღრმად შთამაგონა კავკასიის უძველესმა ისტორიამ, რომელიც აღმოცენდა სამი რეგიონის - აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გადაკვეთაზე. დიდი სურვილი მაქვს მაქსიმალური ძალისხმევა გავწიო რათა კიდევ უფრო გავაღრმავო იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ახალი განზომილება შევმატო ჩვენს ორმხრივ მეგობრობას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან თანამშრომლობა ამ პროცესში და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. 
 
იაპონიის საელჩოს აკისრია მნიშვნელოვანი მისია - სათანადოდ ემსახუროს საქართველოში მცხოვრებ იაპონიის მოქალაქეებსა და კომპანიებს, გაწიოს  საკონსულო მომსახურება და გასცეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებზე, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო მიმოსვლას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.
 
როგორც იცით, საქართველომ გადალახა კოვიდ პანდემიით გამოწვეული ზიანი და მიაღწია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ბოლო ორი წლის განმავლობაში. მზარდია საერთაშორისო ინტერესი ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო კორიდორის სისტემაზე. ამავდროულად, იაპონიაში უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული სამზარეულო, ღვინო, ხელოვნება და მთლიანობაში, საქართველოს კულტურა.
 
2022-2023 წლებში აღინიშნა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რასაც მრავალი ღონისძიება და მაღალი რანგის ვიზიტი მიეძღვნა. პარტნიორების მხარდაჭერით, იაპონური კულტურის მიმართ საქართველოში ინტერესი გაიზარდა და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდა.
 
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა დავინიშნო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში ამ პერიოდში. არ დავიშურებ ძალისხმევას სათანადოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები და ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად შევუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის“, - ნათქვამია ახალი ელჩის მიმართვაში.

ახალი ელჩი აკირა იმამურას ჩაანაცვლებს. აკირა იმამურა საქართველოში იაპონიის ელჩის პოზიციას 2020 წლის ბოლოდან იკავებდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა