იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხება - ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიასთან განმარტა.
„ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან, თუმცა იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხებათ. ასევე ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან ავტომობილებს და იმ ავტომობილებს, რომელიც უკვე საქართველოშია და რეგისტრირებულია“, - აღნიშნა დარახველიძემ.
მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
26.08.2026.13:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება.