მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, პირველ რიგში საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. „როგორც მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები და სათანადო ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულდება ეს სამუშაოები. ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან და აქტიურად ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს. არის სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც, რომლებზე მუშაობა გაგრძელდება.

ეს არის ბათუმის შემოვლითი გზა, იქ აქტიურად მიდის სამუშაოები, კახეთის მაგისტრალი, ქვეშეთი-კობის პროექტი, ხულო-ზარზმის გზა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, რომლებზე მუშაობაც უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში და სამუშაოები წარიმართება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივებია ასევე რკინიგზის მიმართულებით - 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, ასევე გაგრძელდება მუშაობა კვლევაზე ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურების გასავითარებლად. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აეროპორტების განვითარება ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „უკვე დაწყებულია მუშაობა ვაზიანის აეროპორტის პროექტზე იმისათვის, რომ გაფართოვდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თბილისს შეეძლება მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი, რაც განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ პროექტზე მუშაობა ძალიან აქტიურად გაგრძელდება.

ქუთაისთან დაკავშირებით აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება წელს დასრულდება და წელსვე დაიწყება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უკავშირდება.

ასევე, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ~

გარდა ამისა, შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა და მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან სერიოზული გეგმები, რომელიც უკავშირდება ავიაციის, აეროპორტების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა