ირაკლი ქადაგიშვილი - არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ
რთველთან დაკავშირებით სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რაც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში - ამის შესახებ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ბოტკოველს ციფრები შეახსენა, რომლის თანახმად, 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი მიიღეს.
„პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ ბოტკოველი და საერთოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ადრე მოიკითხავდა სოფლის-მეურნეობისა და კონკრეტულად მევენახეობის და მეღვინეობის მდგომარეობას. რამდენიმე ციფრს შევახსენებ, რომ მისი პროვოკაციული გამოხტომები ცოტა უფრო მიწასთან დაეშვას. პირველ რიგში, ვეტყვი იმას, რომ 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით მიიღეს 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი. ეს არის შთამბეჭდავი ციფრი. თუ 2012 წელს, მათი მმართველობის დროს ეს იყო დაახლოებით 35 მლნ ლარი, 2022 წელს ეს იყო 250 მლნ-ი. ამიტომ ციფრები თვითონ ყველაფერზე საუბრობს. ამავდროულად, თუ მათ დროს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30 მლნ ტონა იყო, დღეს ეს ექსპორტი არის 105 მლნ ტონა. აქაც ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ვენახების რაოდენობა არის გაორმაგებული. ამ რთველთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რა პროგრამებიც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზანი, რასაც ნაცმოძრაობის ქმედება ყველა მიმართულებით და ახლა რადგან რთველი მიმდინარეობს, რთველის მიმართულებით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ რამენაირად ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ. ყველგან და ყველაფერში, სადაც კი ამის საშუალება გაუჩნდებათ, ხელი შეუშალონ პროგრესს და ადამიანებში გააჩინონ ნიჰილიზმი და მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი ვნებები. ეს არის ამის მიზანი და იმის გამო, რომ მას ნიადაგი არ აქვს, კიდევ ერთხელ დარჩება ჩვეულებრივ მედიაში აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიად“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.