ირაკლი ხელაძე: დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“
„თბილისის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით იზრდება, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უპრეცედენტოდმაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიისთავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე.
როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხდომაზე როგორც ფინანსურ, ისექონებრივ ნაწილში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან ისმისბრალდებები, თითქოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ პარტიულ ინტერესებზეამორგებული.
„დიახ, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთიმნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. სწორედ „ქართულიოცნების“ პარტიული ინტერესია ის, რომ თბილისს ჰქონდეს განახლებული საზოგადოებრივიტრანსპორტი, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული. ასევე ჩვენს ინტერესებშიშედის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედაქალაქში ახალი სკვერებისა და პარკებისმშენებლობა, ძველის რეაბილიტაცია და დამატებითი დენდროლოგიური ღონისძიებების ჩატარება, ასევესაბავშვო ბაღებისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლიხელაძემ.
საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და მათი მხრიდან პოზიტივში ნეგატივისდანახვის მცდელობას სრული სიგიჟე უწოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია ტყუილების თქმით ცდილობსსაზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესს, ეს არის ქვეყნის შენების გაგრძელება სტაბილურობის, მშვიდობიანი პოლიტიკისა და უწყვეტი განვითარების გზით“, - განაცხადა ირაკლიხელაძემ და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანია, რომ თბილისი ევროპული ქალაქი გახდეს.
ირაკლი ხელაძემ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ოპოზიციის აღშფოთებასწორედ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.
მისი თქმით, ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩენია და ამიტომ ცდილობს ქაოსის შექმნას.
„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უწყვეტიგანვითარების საშუალებას კვლავაც მისცემს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.