მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სიმართლეს გავიტანთ

news image
mbc image

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავიტანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა მაქსიმალური პატივისცემა ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით გამოხატეს, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნეს.

„დამიჯერეთ ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავიტანთ, ამას თავისი მიზეზი აქვს. ახლა გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება, ცუდი განვითარება ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსებაა. ამ ძალების მხარდაჭერა ცუდი განვითარებაა. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე გახდება და საბოლოო ჯამში ის ძალები, რომელიც საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებდნენ, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედების დაფინანსებისგან, ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, არის სპეკულაცია.

„თქვენ ხომ ხვდებით, რომ ეს არის ცარიელი სპეკულაცია, ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის სპეკულაცია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა ევროპული ინსტიტუტების მიმართ გამოვხატეთ იმით, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ, რაც თავიდანვე დაპირებული იყო. ეს დამთავრებული ამბავია, ჩვენ ვენეციის კომისიისგან დასკვნას ველოდებით. საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, თითქოს კანონი მიღებულია. გუშინ საზოგადოების 90%-მა ტყუილი იცოდა, თითქოს პარლამენტმა ამ კანონის მიღება დაასრულა, ეს ტყუილი იყო. ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად, ბუნებრივია, მოქმედებას გავაგრძელებთ. როდესაც გეუბნებიან შენ რაღაცაზე მსჯელობაც კი არ უნდა დაიწყო, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ღირსების შელახვა. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა იმ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტურია. რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია სწორედ იმით, რომ დოკუმენტი უკვე ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არის ხოლმე შემთხვევები, რაღაცას არ ვიზიარებთ, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ იქაც არგუმენტები გვაქვს. პრინციპულად, ჩვენ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეკულაციურია კამპანია, რომელიც კანდიდატის სტატუსთან ამ კანონპროექტის დაკავშირებას უკავშირდება. საზოგადოება მოატყუეს, თითქოს კანონის მიღება დამთავრებული იყო, საზოგადოება მოატყუეს თითქოს არავის არ ვუსმენდით, ეს ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია იყო. ეს ერთკვირიანი კამპანია იყო, რომელიც გათვლილი იყო ვნებათაღელვის გამოწვევაზე, თუმცა საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა ისინი კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ინტერპრესნიუსი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა