მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით - 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ვალდებულებებს და ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე

news image
mbc image

ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ, ეს არის „ასოცირების შეთანხმება“ და „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება, დანარჩენი არის შანტაჟი, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ბუნებაში არ არსებობს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია გრძელდება ინტენსიურად და ამაზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული, როგორც საარჩევნო, ისე სამთავრობო პროგრამებით.

„ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, გრძელდება ინტენსიურად ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ არ გრძელდება შანტაჟი. დასრულდება შანტაჟი, გაგრძელდება ევროინტეგრაცია, პირდაპირი კავშირია ამ ორ მოვლენას შორის. თუ გაგრძელდება შანტაჟი, არ იქნება არავითარი ევროინტეგრაცია. დასრულდება შანტაჟი, ჩვენ უფრო სწრაფად შევალთ ევროკავშირში, ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა.

საზოგადოებას უნდა უთხრათ სიმართლე, ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, პირიქით, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა აღებული, საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ამ ვალდებულებებს და ეს არის, სწორედ, ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

საზოგადოებას აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ბუნებაში არ არსებობს. არც ევროკავშირს შეუჩერებია, აქაც იტყუება ევროკავშირის ელჩი და არც ჩვენ შეგვიჩერებია ინტეგრაცია, აქაც იტყუება ევროკავშირის ელჩი, ეს არის სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა