მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი კობახიძე - თუ ჩვენ არ გვეცოდინება ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, გაგვიჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება

news image
mbc image

ირაკლი კობახიძე - თუ ჩვენ არ გვეცოდინება ვინ იგულისხმება ოლიგარქებში,  გაგვიჭირდება  დეოლიგარქიზაციის განხორციელება. კვლავაც ვითხოვთ  კონკრეტიკას ევროკომიისიისგან, ევროპული სტრუქტურებისგან,  რომ საბოლოო ჯამში მოვახერხოთ სათანადო პოზიციის ჩამოყალიბება

 

 

დეოლიგარქიზაცია თავისთავად გულისხმობს თავის თავში პერსონალიზებულ მიდგომას, ანუ სიტყვა დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან ოლიგარქები და მათ აღარ უნდა ჰქონდეთ ჭარბი გავლენა პოლიტიკაზე. თუ ჩვენ არ გვეცოდინება ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, გაგვიჭირდება  დეოლიგარქიზაციის განხორციელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ კვლავაც კონკრეტიკას, ევროკომიისიისგან, ევროპული სტრუქტურებისგან იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხოთ, სათანადო პოზიციის ჩამოყალიბება ამ თემასთან დაკავშირებით - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას.

 

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, როგორ წარიმართა დეოლიგარქიზაციის პროცესი.

 

„მეხუთე პრიორიტეტი - დეოლიგარქიზაცია, აქ გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, თავიდან ჩვენ გავყევით უკრაინულ მოდელს და პირდაპირ დავაკოპირეთ უკრაინული კანონი თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი ევროკავშირის სტრუქტურების გადმოსახედიდან და ვენეციის კომისიაც რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას. ეს რეკომენდაცია გაიცა სამივე ქვეყნისთვის თანაბრად, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ამ ქვეყანაში. მინდა გითხრათ ჩვენთან რა ვითარებაა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. მაგალითად, ანტიკორუფციული კუთხით, ან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მიმართულებით, ან ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლა რომ ავიღოთ, ღიაობა, გამჭვირვალობა, მთავრობის კეთილსინდისიერების და მექრთამეობის რისკების ფაქტორი, კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახური, სახელმწიფო სერვისების სფეროში, ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ ვართ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში  და ვუსწრებთ, როგორც მოლდოვას ასევე, უკრაინას. ეს არის არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის დახვეწის რესურსი და მზად ვართ ამაზე სამუშაოდ, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სისტემური რეფორმის ქვეშ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა