მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

news image
mbc image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის საგარეო უწყებამ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ პროცესში. ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიჰო მარტინის განცხადებით, ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს დუბლინში მინისტრ დარჩიაშვილს ვუმასპინძლე, რაც საქართველო-ირლანდიის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროკავშირის წევრობამ ირლანდია ძალიან შეცვალა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას. მივესალმები საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების კავშირია. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს განაგრძოს საჭირო რეფორმების განხორციელება ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნისთვის” - განაცხადა მინისტრმა.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, პიტერ ბურკემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ევროკავშირის გაფართოება, ვინაიდან ამით ჩვენ უფრო უსაფრთხო კავშირს მივიღებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მოქალაქეებისთვის. ასევე ძალიან გამიხარდა, როდესაც მინისტრმა მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა. ვიცი, რომ საქართველო დაუღალავად შრომობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის. ასევე ვიცი, რომ გასულ კვირას შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. მაქვს ინფორმაცია ვიზიტის შემდგომი პროგრესის შესახებაც. ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. რასაკვირველია, ამისთვის კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ 13-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვია, რა დროსაც შეხვედრები გამართა ირლანდიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებათა წარმომადგენლებთან.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა