ის ფაქტი, რომ თბილისელებმა კახა კალაძეს მესამედ გამოუცხადეს ნდობა, ყველაფერზე მეტყველებს - შალვა ოგბაიძე
„ის ფაქტი, რომ თბილისელებმა კახა კალაძეს მესამედ გამოუცხადეს ნდობა, ყველაფერზე მეტყველებს - დედაქალაქის მაცხოვრებლები კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელსაც წლებია კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთი მონდომებითა და დიდი ძალისხმევით აღწევს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ.
„დაუსრულებლად შეიძლება საუბარი უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, უპრეცედენტო პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში და სხვა და სხვა.
თვალსაჩინოა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა. ავტობუსების და მიკროავტობუსების განახლებული და ეკოლოგიურად სუფთა ერთეულები, რომლებიც საავტობუსო ზოლებში მოძრაობენ და გადაადგილებას კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდიან“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე დაწვრილებით ისაუბრა ავტობუსების პარკის სრულ განახლებაზე, მეტროსადგურებზე, მიკროავტობუსებზე, საბაგიროზე, ტაქსებს სამ ეტაპიან რეფორმაზე, პარკირების ზონების დიფერენციაციაზე ქალაქის უბნების მიხედვით და მოქნილი, ინტეგრირებული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვაზე.
„ბოლო წლებში შეძენილი იქნა 916 ახალი ავტობუსი. სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით შესყიდული იქნა 200 ერთეული ევროპული სტანდარტის მქონე ახალი 18-მეტრიანი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსი, დასრულდა 10 სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა, რომელიც ყველა რაიონს ერთმანეთთან აკავშირებს.
მეტროში განხორციელდა ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა 450-კილომეტრიანი ძალოვანი კაბელი. კაპიტალურად შეკეთდა ვაგონები და დადებულია ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე.
2030 წლამდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად გაეშვება ახალი 111 მეტროს ვაგონი, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობა, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით.
სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი და დედაქალაქს ჰყავს 1000 ახალი მიკროავტობუსი.
რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 2024 წელს გაიხსნა რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ისტორიული საბაგირო. რეაბილიტაციის შემდგომ გაიხსნა და გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემას დაემატა უნივერსიტეტი მაღლივი კორპუსი - ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
წარმატებით განხორციელდა ტაქსების სამ ეტაპიანი რეფორმა და მოხდა პარკირების ზონების დიფერენციაცია ქალაქის უბნების მიხედვით, აგრეთვე დაინერგა მოქნილი, ინტეგრირებული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.
დაანონსებულია ტრამვაის მასშტაბური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმზიდველობას.
წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მინდა გისურვოთ წარმატება სამომავლო საქმიანობაში ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ. მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს განვახორციელებთ“, - დასძინა შალვა ოგბაიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.