ისედაც გვქონდა სირთულეები ტურიზმის სფეროში, როცა ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი - ბუნებრივია ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ, რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუს ტურისტებთან მიმართებით | პრემიერი
ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი.
„ისედაც გვქონდა სირთულეები ტურიზმის სფეროში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. ბუნებრივია, ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ, რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუსეთთან მიმართებით, რუს ტურისტებთან მიმართებით, რაც არ გამოუვათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას. დიდი რესურსია ჩართული - გარეთ პატრონები, შიგნით უცხოური აგენტურა, პარტიები, პარტაქტივი, პარტიული ტელევიზიები, ყველა არის ჩართული რუსოფობიული კამპანიის გაღვივებაში. თუმცა, თუ ჩვენ დავდგებით ისევე მყარად, როგორც დავდექით თავის დროზე 2022 წელს, როცა ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, როცა აწარმოებდნენ რუსოფობიულ კამპანიებს, როცა დადგა საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე, ვერაფერს მიაღწიეს. ახლაც, თუ ყველა ერთად დავდგებით, საზოგადოება, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
04.09.2026.13:45
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
„ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი მეგობრობის 26-საუკუნოვან ისტორიას. როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა არის განსაკუთრებული. ჩვენ მზად ვართ პარტნიორიბისთვის, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა საქმით, რომ არის სანდო პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მივესალმებით მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თუ ძალისხმევას. თქვენ იცით, რომ საქართველოც რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების განუხრელი დაცვა, რათა არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების სამიზნე. მიხარია, რომ სტუმრობთ ჩვენს დედაქალაქს და ვისურვებდი ახლო მომავალში ოჯახთან ერთად ესტუმროთ თბილისს “, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, მიშელ ბუსკილამ აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდება. ვხედავ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ჯანსაღი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. ჩვენს ხალხს ძალიან მოსწონს საქართველო. აქ ბევრი მათგანი ტურისტული მიზნით ჩამოდის და დაცულად გრძნობს თავს. ასევე, დიდია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რადგან თქვენთან ინვესტირება მარტივია და ბიზნესი არის დაცული,“- განაცხადა მიშელ ბუსკილამ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია დაესწრო.