იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში.
„აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
16.10.2026.17:26
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ხალხთაშორის კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობის დაკავება და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.