მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჯეოქეისმა“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ონლაინ განხილვა გამართა

news image
mbc image

ანალიტიკური ცენტრის,  „ჯეოქეისის“ ორგანიზებით  ონლაინ განხილვა სახელწოდებით: „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანიდან კანდიდატის სტატუსამდე“ გაიმართა.

ონლაინ განხილვის მიზანი გახლდათ: 1. საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი; 2. 2023 წლის პირველ თებერვალს ევროკომისიის მიერ მიღებული ანალიტიკური ანგარიშის საფუძველზესაქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების მიმოხილვა; 3. ევროკავშირის წევრობისკანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12 პრიორიტეტის და განსახორციელებელისაკანონმდებლო, ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ მსჯელობა.

 

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემგანხილვას მოდერატორობა გაუწია.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ხამაშურიძე ონლაინ ღონისძიების მთავარიმომხსენებელი გახლდათ.

 

 

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ევროინტეგრაციის ეტაპებისა და იმ გეოპოლიტიკური ფაქტორების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დააჩქარეს.

 

„გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ  განხორციელებული ფართომასშტაბიანი საომარი, აგრესიული მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ეს მოცემულობა არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა. რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე წლის 3 მარტს საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ანალოგიური განაცხადით ევროკავშირს მიმართეს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ნიშნავს იმის გაცხადებას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.  

 

„დღეს მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ, მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ და კიდევ უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპისათვის ალტერნატიული ენერგო რესურსების, სატრანზიტო მარშუტების განვითარების პროცესში. ამ ფაქტორების გათვალისწინება კი ცივილიზაციურ, ევროპულ არჩევანთან დაგვაახლოებს და ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვაპოვინებს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკური განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს  ევროინტეგრაციის საკითხებზე შიდა და გარე აუდიტორიასთან მჭიდრო კომუნიკაცია გააჩნია.

 

 „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საკმაოდ დინამურია, მათ შორის ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობით. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს ბრიუსელიდან, რადგან ის გაწევრიანების წინარე ინსტრუმენტია  და მისი მიზანია,   მეტი შესაძლებლობის შექმნით, ევროინტეგრაციის გზაზე  პროგრესი დაჩქარდეს,“ -  აღნიშნა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა.

 

გთხოვთ, იხილოთ ვებინარი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა