მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

კახა კალაძე: არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს - მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი

news image
mbc image

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს.

„მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.

ბოლო 4 წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლით მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. ყველაფერი დიდი ენერგიის და ნერვების ფასად დაგვიჯდა, თუმცა, ჩვენმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე ააცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერაფრით შევძლებდით, რომ არა თქვენი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა.

დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ხვალ, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ ზუსტად ისევე დავდგებით ერთად, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ერთად ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, ღირსებისა და კეთილდღეობისთვის.

არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს - მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი. ჩვენ სწორედ ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით უნდა ავაშენოთ თავისუფალი და ერთიანი საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ“, - აცხადებს კალაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

26.08.2026.13:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა