მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კახა ლაბუჩიძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ,  ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ  2024-2025  საანგარიშო წლის განმავლობაში  გაწეული საქმიანობის  ანგარიში წარადგინა.   როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კახა ლაბუჩიძის თავმჯდომარეობით  განათლებისა და კულტურის კომისიის 13 სხდომა გაიმართა, სადაც  23 საკითხი განიხილეს.   

კახა ლაბუჩიძემ საქმიანობის ანგარიშში  კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების,  ისნის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სოციალური მიმართულების პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და ჩართულობით განხორციელდა.   

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ბაღების განახლების პროექტიც. გაიხსნა 2 საბავშვო ბაღი; მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა. 2 საბავშვო ბაღს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 

როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის ანგარიშშია ნათქვამი,  კომისიამ იმსჯელა ომარ მხეიძის, ქეთევან კიკნაძის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის, არჩილ ბეთანელის, მერაბ დონაძის, ლეოპოლდ ძაძამიძის, ვახტანგ ბალავაძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხზე. ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიამ დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო საფოსტო მარკის შექმნაზე იმუშავა.

კახა ლაბუჩიძის თქმით, განათლებისა და კულტურის კომისიის აქტიური ჩართულობით გამოიცა მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის საცნობარო გამოცემა (2018-2023 წლები). კომისიამ ასევე იმსჯელა სკოლის სახელდებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, თბილისის №49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის, ხოლო თბილისის №176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელის მინიჭების თაობაზე.   

როგორც გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 2025 წლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: 1403 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 675 სტუდენტი და 46 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი. ასევე,410-მა წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო მერიის სტიპენდია. 

კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში 250-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. მათ შორის: 50 საიუბილეო და შემოქმედებითი საღამო, 50-60 - მდე ფესტივალი და კონკურსი, 70-მდე საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში კი დაფინანსდა 140 საგამომცემლო, 60 აუდიოვიზუალური და ვიზუალური ხელოვნების, 50 დიზაინის და რეწვის მიმართულების, 50 მედია-ხელოვნების, 120 „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის“ პროექტები. „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 ორგანიზაცია და 80-მდე სპეციალობა. 

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, დასრულდა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სრული სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

ანგარიშის წარდგენას  ისნის რაიონის  გამგეობის   წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა