მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კახაბერ ლაბუჩიძე: წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 62 ათასი აღსაზრდელი წავა - ეს უპრეცედენტო ციფრია

news image
mbc image

„ახალ სასწავლო წელს დედაქალაქი უკვე არსებულთან ერთად ხუთი ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი  საბავშვო ბაღით ხვდება. ეს  დამატებით 1500-მდე ახალი ადგილია ჩვენი პატარებისთვის. ჯამში  სულ ჩვენი დედაქალაქის 62 ათასი  პატარა მცხოვრები წავა წელს ბაღში. ეს უპრეცედენტო ციფრია“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ გააკეთა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს მშობლები ბავშვებს საბავშვო ბაღში ვერ არეგისტრირებენ, მტკნარი სიცრუეა.

„კოალიცია  „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის, მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მშობლები ვერ ახერხებდნენ ბავშვთა რეგისტრაციას, არის სიცრუე. უცნაურია, რატომ არის ეს ადამიანი ამ სახელწოდების კოალიციაში.  მათ ხომ  წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მართლაც ძლიერი საქართველოს შექმნა ტყუილით,  ცალ ფეხზე დგომით და ზღაპრების მოყოლით გამორიცხულია“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ. 

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში რეგისტრაცია მიმდინარეობს სამ ეტაპად.   მათგან, ვინც ვერ შეძლო მეორე ეტაპზე რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის არქონის გამო, უკლებლივ ყველა დარეგისტრირდა მესამე ეტაპზე. ასევე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან თითოეულ მომართვასა თუ ზარზე იყო შესაბამისი რეაგირება.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ახალი საბავშვო ბაღები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები და უსაფრთხო გარემო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა.

„მინდა საკრებულოს წევრებს, მაჟორიტარებს, მერიისა და ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ არცერთ გადაწყვეტილებაში, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლების სასიკეთოდ იყო მიმართული, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ“,  -  დასძინა კახაბერ ლაბუჩიძემ. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა