მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კანდიდატის სტატუსი უკვე აჩვენებს სარგებელს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის - ოლივერ ვარჰეი

news image
mbc image

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელმა ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, შეხვედრის მიზანია, რომ მოხდეს საქართველოს შეყვანა  ევროკავშირში. 

„უპირველესყოვლისა, მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქ, ბრიუსელში, ბატონ ირაკლი კობახიძეს. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი, ძალიან მალე და ძალიან სწრაფად შეუდექით მუშაობას, ძალიან დიდი ტემპით უკვე. 

უპირველესყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მიმაჩნია, კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, ეს გახლავთ შემდეგი -  ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე და 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე მოხდეს შედეგების დადება და სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისათვის, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს ქვეყანა და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს. 

მოდით სათითაოდ გავიაროთ ეს პუნქტები. ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში საქართველომ არა მხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილება , მოსაზრება. ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი სასამართლო რეფორმის, სხვა მიმართულებებით ამ სარეფორმო დღის წესრიგში. 

 

დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, რომ გამხდარიყო ჩვენი მიმართულებით ასპირანტი ქვეყანა, ამას განაპირობებს. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია. ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და  საინვესტიციო გეგმაში. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ ეკონომიკაში შევა და მოხდება კაპიტალდაბანდება ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ადგილზე. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იყოს გამოყენებული ქვეყანაში", -  განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა