მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კანონის უზენაესობის ინდექსში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა - პრემიერი

news image
mbc image

მე ასევე მინდა, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ, გავიმეორო ის მიღწევები, რომელსაც ჩვენ ბოლო  11 წლიანი მმართველობის შედეგად მივღწიეთ. მე რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს მინდა შევეხო და საზოგადოებას და თქვენ ყველას ერთად შეგახსენოთ, თუ რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ჩვენი მართველი პარტიის მმართველობამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით,  მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

„დავიწყებ იმით, რომ ბუნებრივია, ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე დასაწყისში, დემოკრატიზაციის გზაზე ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევითი არაა, კიდევ ვიმეორებ, რომ 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით,  მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ასევე კანონის უზენაესობის ინდექსში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მე მინდა ვახსენო ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ინდექსი ისეთი, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო  აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო დღეს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11 ადგილზეა.
ამავე, ანგარიშის თანახმად, მეგობრებო, კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა. რეგულაციების ხარისხით  საქართველო ეკონომიკებს შორის მე-7, ხოლო სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზეა.
ასევე, გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „Transparency International"  მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში", მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა. ესეც არის ისტორიული გაუმჯობესება, ისტორიული მაქსიმუმი.
რაც შეეხება გამჭვირვალობის ინდექსს და კონკრეტული ინდექსი არის ომიანობის ჟამს, ჩვენ წლევანდელი შედეგის მიხედვით, კვლევის მიხედვით, მე-17 ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს.
ასევე მინდა შევეხო „Fraser Institute"-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს", სადაც  საქართველო 25-ე ადგილს იკავებს.
მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ „Freedom House" მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის"  თანახმად, საქართველოს  „თავისუფალი ქვეყნების" სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს მოწინავე შვეიცარულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – Global Risk Profile-მა – „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, 43-ე ადგილზე დასახელდა", -  განაცხადა პრემიერმა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა